ადგილობრივი არჩევნები:
კანონპროექტის მიხედვით იცვლება საკრებულოს დაკომპლექტების წესი. ოზურგეთში იქნება 45-წევრიანი საკრებულო: 15 მაჟორიტარი, 30 სიით.
თუ გავაკეთებთ მოდელირებას 2017 წელს დაფიქსირებული შედეგებით და ახალი წესით, გამოვა, რომ გამარჯვებული პარტია ხმების 58,3%-ით მიიღებს სიითი მანდატების 60%-ს, ხოლო სულ ყველა მანდატის 70%-ს.
ქვემოთ მოვიყვან წინა არჩევნებში დაფიქსირებულ შედეგებს, სადაც ჩანს, როგორ იღებდა ყველა გამარჯვებული პარტია მიღებულ ხმებთან შედარებით გაცილებით მეტ მანდატს. ახალი წესი ოდნავ აუმჯობესებს მდგომარეობას, თუმცა არა არსებითად
2006 წ. ნაციონალური მოძრაობა – ხმების 66,7%,
სიითი მანდატების 80%, სულ მანდატების 89,7%,
2010 წ. ნაციონალური მოძრაობა – ხმების 61,1%
სიითი მანდატების 70%, სულ მანდატების 84,6%
2014 წ. (თემი) ქართული ოცნება – ხმების 58,6%
სიითი მანდატების 60%, სულ მანდატების 74,4%
2014 წ. (ქალაქი) ქართული ოცნება – ხმების 43,3%,
სიითი მანდატების 40%, სულ მანდატების 33,3%
2017 წ. ქართული ოცნება – ხმების 58,3%,
სიითი მანდატების 60%, სულ მანდატების 78,2%
ავტორი: გრიგოლ მახარაძე