179 ლარი-თანხა რომლითაც ადამიანმა ერთი თვე უნდა იარსებოს

179 ლარი და 60 თეთრი, თანხა, რომლითაც ადამიანმა ერთი თვის განმავლობაში არსებობა უნდა შეძლოს. ყოველ შემთხვევაში ასე გადაწყვიტა ხელისუფლებამ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ეს საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმია, თუმცა კითხვაზე- შესაძლებელია თუ არა 179 ლარი რეალურად ერთ ადამიანს ეყოს, პროდუქტის გამყიდველებსაც და მყიდველებსაც ერთი პასუხი აქვთ.

“რა თქმა უნდა არ გვყოფნის, მაგას შეკითხვა უნდა”?

გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფასები ზეთსა და ცხიმზე, შაქარზე, პურსა და სხვა პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე. სწორედ ამის გამო, ხელფასს ან პენსიას მოსახლეობა მხოლოდ საკვებსა და მედიკამენტებზე ხარჯავს და ხშირად ამაზეც არ ჰყოფნით. ადამიანების უმრავლესობა საკვების მხოლოდ მინიმალურ რაოდენობას ყიდულობს.

-“ფული არა აქვს ხალხს და რა ვქნათ? ერთი ცალი სტაფილო უნდათ, ან ჭარხალი. ხალხს უნდა იცხოვროს, მაგრამ ხალხი კვდება”.

ხელისუფლებაში არ იციან ეყოფა თუ არა ერთ ადამიანს თვეში 179 ლარი, რადგან ისინი არ ითვლიან რამდენს ხარჯავენ დღის ან თვის განმავლობაში.

13,8%-ით არის გაზრდილი ფასები მედიკამენტებზე, რამდენიმეს ფასი კი გაორმაგებულია.

აქედან გამომდინარე, ხშირად ვერ ახერხებენ იმის ყიდვას, რაც სჭირდებათ.

წლიური 7, 2 %-ი ინფლაციის შედეგად, მომატებული ფასების გამო საარსებო მინიმუმით დადგენილი თანხა რეალურ მდგომარეობას ვერ ასახავს, მაგრამ მისი დაანგარიშების წესში არაფერი იცვლება. ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმ არგუმენტით იცილებს, რომ ინფლაცია გლობალური ეკონომიკური რყევების ბრალია, ქვეყნის მოსახლეობა კი ყოველდღე უფრო მეტად ღარიბდება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share