“რა თანხადაც მადრიდის “რეალი” სანტიაგო ბერნაბეუს აშენებს, საქართველოს ავაშენებო, ეს თქვა ღარიბაშვილმა”

“9 წელი რომ გავიდა ხელისუფლებაში რომ არიან, იმის ბოლოს წინასაარჩევნოდ დაგვიანონსეს, რომ 500 მილიონ ლარად 130 მილიონ ევროდ, ანუ იმ თანხად რა თანხადაც მადრიდის”რეალი” სანტიაგო ბერნაბეუს აშენებს, საქართველოს ავაშენებო, ეს თქვა ღარიბაშვილმა. როცა ისინი ამბობენ, რომ ვინმე რამეს ცრუობს, ან  იტყუება, ცხადია ეს მათ უმოქმედობაზე მეტყველებს, რადგან საქართველოს რომელიმე რეგიონში არანაირი სერიოზული პროექტი არ ხორციელდება”

აცხადებს ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი რეგიონების განვითარების პროექტზე და გაუქმებულ ტენდერებზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share