ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 326 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 24.37 მილიონს მიაღწია.
ამასთან, ვირუსს კიდევ 3 890 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 266 207-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთში, გასული კვირის განმავლობაში, ინფიცირების 1.7 მილიონამდე შემთხვევა გამოვლინდა და 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.