“შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, პიდარასტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან”

სხალთის მთავარეპისკოპოსმა დღევანდელი ქადაგებისას სახალხო დამცველის აპარატსა და ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებაზე კვლავ ისაუბრა:

“ვინ უნდა შეამოწმოს ეკლესია? შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, პიდარასტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, ერთ სიბრტყეზე აყენებენ ჰომოსექსუალისტებს, კაცს. საჯარო რეესტრში გაატარე კაცი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა, ქალი გახდა და ჩაუწერე ქალი შიგნით და შენ ითხოვ უნდა შეგამოწმოო?” – აცხადებს სხალთის მთავარეპისკოპოსი.

სახალხო დამცველის აპარატი სხალთის მთავარეპისკოპოსს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share