მარგინალიზაციას ახდენენ საერთოდ არა მარტო თავისი თავის, მთლიანად პარლამენტის და პოლიტიკური სპექტრის. მე ეჭვი მებადება და, საერთოდ, ეჭვიანი ადამიანი ვარ, არ შეიძლება, საზოგადოება ამას ვერ ხედავდეს, იქნებ სწორედაც ეს არის მიზანი, რომ პარლამენტი, პოლიტიკური ცხოვრება აუტანელი გახდეს საზოგადოებისთვის, აბსოლუტურად მიუღებელი. […] ორ ცეცხლს შორის როცა გამოეკიდა, ნაცმოძრაობა ზალიკო უდუმაშვილის პირით აცხადებს – პარლამენტში შემოსვლის შემთხვევაში ჩვენ ტრიბუნას გამოვიყენებთ, რათა ეს დესტრუქცია გაგრძელდეს- ამბობს ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი იმედთან ინტერვიუში ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას.