თავი ვალდებულად ჩავთვალე რომ ეს დამეწერა-რას წერს ისრაელში მყოფი ოზურგეთელი გოგონა

ფოტოს გახსნა

ისრაელში მცხოვრები ოზურგეთელი ანა ბორჩხაძე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე იქ არსებულ ვითარებას აღწერს და როგორც თავად წერს “ბევრი უსამართლო მიზეზის გამო მეორე მხარის ისტორიას” ყვება: ‘დღეს თავი ვალდებულად ჩავთვალე რომ ეს დამეწერა და მომეყოლა მეორე მხარის ისტორია, ბევრი უსამართლო მიზეზის გამო! მაშ, ასე დავიწყოთ იქედან რომ ისტორიას ან ბიბლიას რომლის საფუძვლებზე ცდილობთ ხალხს დაანახოთ რომ ისრაელი ოკუპანტია და პალესტინელები მებრძოლი ხალხი, მინიმუმ გადშლილიც კი არ გაქვთ! ჯერ ერთი დავიწყოთ იქედან რომ ისრაელს ებრძვის ჰამასი, ტერორისტული დაჯგუფება რომელთათვის არც მისი და არც სხვისი ქალი, ბავშვი, მოხუცი თუ ახალგაზრდა არ არსებობს, არც თავისი “თანამებრძოლი” არ არსებობს, ყველა მათგანი ძალაუფლების დასამკვიდრებლად შექმნილი ჯაჭვის ერთ-ერთი უმნიშვნელო რგოლია!მათთვის არსებობს ე.წ ლიდერი და მორჩა აი, მის გამო კი შეუძლიათ იძონ შური მაგარმ არა იმ უდანაშაულო ბავშვის გამო რომელიც მატივე დამპალი ე.წ პოლიტიკის გამო შეეწირა ამ მრავალწლიან და დაუსრულებე ბრძოლას რომლის პროვოცირებაც ყოველთვის ჰამასიდან მოდის! დავიწყოთ, პალესტინა ისრაელისგან წლის განმავლობაში რამოდენიმე ათეულ მილიონ ე.წ ქეშ ფულს იღებს დახმარების სახით, გაზი, წყალი, შუქი ისრაელიდან მიეწოდება, ჯანდაცვა, განათლება ყველაფერი ხელმისაწვდომია მათთვის ისრაელის მხრიდან! ის თუ იცით, ბომბდამშენების ლოკაცია სპეციალურად რომ გადაიტანეს საბავშვო ბაღის და სკოლის ტერიტორიაზე? და ისრაელი 24 საათის განმავლობაში იგერიებდა ამ ლოკაციიდან გამოსროლილ ჭურვებს, სცადეს მოლაპარაკება, იმის მიზეზი თუ იცით რატომ!? მე გეტყვით, მათ კარგად იციან რომ ისრაელი წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს ყველა ასეთ ლოკაციაზე, ამტომ სპეციალურად დადგნენ იქ, რომ მერა ჰუმანური მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ “აგრესორი ისრაელის” ქმედებები. ის თუ იცით, სანამ ისრაელი იერიშს მიიტანს და ისიც მხოლოდ მაშინ როცა მათი მხრიდან უწყვეტად ხდება რაკეტების გამოსროლა, ჰაერიდან ბარათებს ყრიან იმ ტერიტორიაზე და მოსახლეობას აფრთხილებენ რომ ტერიტორია დატოვონ! ის თუ იცით ნებისმიერ პალესტინელელს შეუძლია გადმოვიდეს ისრაელში, იმუშაოს მიიღოს განათლება, იმკურნალოს და ა.შ და არცერთ ისრაელელს, რომ არ შეუძლია პალესტინის საზღვარზე გადასვლა, იმ წამიდან როგორც კი საზღვარს გადაკვეთენ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება? ლეგიტიმური კითხვაა, ვინ არის აგრესორი? ის თუ იცით არაბები ოჯახებში მოტყუებით შედიან როგორც კურიერი ან სხვა ნებისმიერი მიზეზით და ამოხოცეს არაერთი ოჯახი! ის თუ იცით, მიწას და მსოფლიო ისტორიის ნაწილს მაგათ რომ კითხო, რის დასაბრუნებლადაც იბრძვიან, რომელიც ოდითგანვე ორივე მხრიდან ხელშეუხებელი იყო რამოდენიმე დღის წინ რაკეტები ესროლეს დამიზნებით და სამწუხაროდ ერთ- ერთი გოდების კედელთან ჩამოვარდა! კიდევ ერთი ლეგიტიმური კითხვა- თუ ამისთვის იბრძვი, რატომ ცდილობ მის განადგურებას, ის ხომ მსოფლიოს ნაწილია! პალესტინელ მოსახლეობას ისრაელი ყოველთვის აძლევს არჩევანის საშუალებას მაგრამ მათივე ფანატიზმით შეპყრობილი ”ძმები” არასოდეს უტოვებენ არჩევანს და ბოლოს რჩებიან თავისივე ფანატიზმით და ვითომ ტერიტორიების დაბრუნებით შეპყრობილი ტერორისტების მსხვერპლნი. ის თუ იცით რომ ისრაელში არაბულ ენას სკოლებში ასწავლიან! ის თუ იცით ისრაელის პარლამენტში არაბების პარტია რომ არის და მანდატები და გავლენებიც აქვთ! ის თუ იცით რომ ისრაელის საავადმყოფოები სავსეა პალესტინელი მედდებით და ექიმებით, უნივერსიტეტები სტუდენტებით, რომლეთა ნაწილი დღესაც პალესტინის ტერიტორიაზე ცხოვრობენ მაგრამ ისრაელში მუშაობენ და სწავლობენ, რომლებიც ჰიჯაბით დადიან (ამას ხაზი მხოლოდ იმიტომ გავუსვი რომ მიმხდარიყავით რამდენად მორწმუნე პალესტინელ მუსლიმებზე მაქვს საუბარი)… ის თუ იცით რომ მართლმადიდებელი არაბები ძალიან შეწუხებულები არიან იმით რომ ძალიან ცოტანი დარჩნენ და იცით რატომ? მუსლიმი არაბები ყოველ ჯერზე ავიწროებენ მათ და იძულებულები ხდებიან გადავიდნენ სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად! სამარცხვინო და ძალიან გულდასაწყვეტია თქვენი ეს მიდგომა! პალესტინელი ბავშვების “დანაშაული” ერთადერთი რამაა, არასწორ ქვეყანაში დაიბადნენ და ისრაელელი ბავშვების “დანაშაულიც” ერთადერთია სწორ ქვეყანაში დაიბადნენ, ისრაელელ ბავშვებზე და მათ ფსიქიკაზე ყველა ერთად ზრუნავს, გამაყრუებელი სირენის ჩართვისთანავე კიბეებზე ჩამრბენი რიგითი გამვლელი, მეზობელი თუ მშობელი! თქვენ თუ წარმოგიდგენიათ ბავშვების ფსიქიკა რომლებიც ამ პირობებსი იზრდებიან როგორი იქნებოდა რომ არა სწორად შემდგარი სახელმწიფო პოლიტიკა, ან წარმოგიდგენიათ რომ არ იყოს ე.წ რკინის გუმბათი როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება ამ პირობებში?! ნუ იქნებით პაპზე მეტი კათალიკოსები! და ყველაზე მთავარი, ჰამასი არის ტერორისტული დაჯგუფება რომელიც აღაირებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას და ის მარაგდება რუსული იარაღით! ჩემთვის აქ მთავრდება ყველაფერი! კიდევ ბევრი მაგალითი შემიძლია ამ საკითხზე მოვიყვანო, 5 წელია ამ ქვეყანასი ვცხოვრობ და საკამრისზე მეტად ცნობისმოყვარეც ვარ, ამიტომ ყველა შანსს ვიყენებ რომ მეტად ღრმად ერთი კაცის ისტორიამდეც კი ჩავიდე და გავიგო რა ხდება ან რა არის ამ ქვეყნის წარმატების საიდუმლო, თუმცა ეს სხვა თემაა და საკითხი! ეს ჩემი ნათლულის ძმის 6 წლის გაბრიელის ნახატია, რომელსაც ყველა ცდილობს აარიდოს ეს სტრესი და სიტუაცია რაც ჩვენს ირგვლივ ხდება… ეს კი მისი “ჩუმი” და დაფარული ემოციაა, რაც რეალურად არავისგან გაუგია ან მოუსმენია! Soffy Arabuli All Aspects Interiors Khvicha Arabuli”-წერს ანა ბორჩხაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share