“ამ უბნელები ვართ…შენნაირი აქ ვერ მოვა” – მორიგი ხელჩართული ჩხუბი სამგორში

ხმაური სამგორში – 24-ე, 25-ე და 26-ე საარჩევნო უბნებზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები “ოცნების” სასარგებლოდ ეწევიან აგიტაციას.

გარდა აგიტაციისა, ამ უბნებზე ცოტა ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებსა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის.

“რამდენიმე საათია დარჩენილი გამარჯვება ოფიციალურად გავიფორმოთ. ეს იქნება ხალხის გამარჯვება და იქნება ქართული ოცნების აგიტატორების მარცხი. ეს ქვეყანა ჩვენია, ყველასია და ყველას შეეხება ის სიკეთე, რომელსაც მოიტანს ცვლილებები. ​ფაქტია, რომ აგებენ ამ რაიონში არჩევნებს, კვლევბითაც იციან და ვნახეთ პროვოკაციები…თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი მთელი დღის განმავლობაში ეწევა ქართული ოცნების აგიტაციას” – ამბობს ხაბეიშვილი.

თავის მხრივ, ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ “ოცნების” კოორდინატორი ტალონებს არიგებდა მხარდამჭერებისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share