დღე ისე დაიწყება, როგორ განწყობასაც შეიქმნი. რაც არ უნდა დიდი გამოწვევის წინაშე იდგე, ჯერ შინაგანად მოიგე საკუთარ თავთან ომი და გარედან ყველაფერი აუცილებლად დალაგდება. ნუ დაიმძიმებ სულს, ნუ იქნები დრამის მსხვერპლი. ყველა გაურბის მძიმე და მუდამ ჭირვეულ ადამიანს. მოერიე საკუთარ თავს და სილაღე, თავისუფლება, ღიმილი გაიხადე ცხოვრების მეგზურად. საშინელი საყურებელია, როცა ძალით იქმნი პრობლემას, როცა გაუგებარ გლოვას მიეცემი და დაუსრულებლად ტირი, თვითონაც არ იცი რის გამო. ეს უმადურობის, უსახელო სტრესის ბრალია. სხვისკენ არ გაიშვირო თითი, შენს თავში აღმოაჩინე სევდიანობის მიზეზი. ადექი და დაუფიქრებლად ყველაფერი შეცვალე. ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება მადლიერი იყო… მაგრამ ისე გაქვს გონება დაბინდული, არც ცდილობ ამ მიზეზების დანახვას. თუ ვინმე გებრძვის, მხოლოდ საკუთარი თავია… ამ ბრძოლაში გადაწყვიტე და ეგოიზმს მოერიე… მერე ყველაზე ბნელ ღამეშიც კი სინათლეს დაინახავ!..
/ მამა პეტრე /