“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციის საერთო სტრატეგია უმნიშვნელოვანესია.
“თვითმმართველობის არჩევნები ძალიან განსხვავებულია სხვა არჩევნებისგან, იგივე საპარლამენტო არჩევნებისგან და შესაბამისად, აქ ოპოზიციის საერთო სტრატეგია არის უმნიშვნელოვანესი. მე იმედი მაქვს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას, იმიტომ რომ ყველა კარგად აცნობიერებს, რომ 43%-იანი ბარიერი არ არის ის თემა, რომელიც შესაძლებელია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა დაძლიონ და ბუნებრივია, აქ მნიშვნელობა ექნება ჩვენს ერთიან სტრატეგიას. და არამხოლოდ აქ საუბარია მერობის კანდიდატებზეც ხო. აბსოლუტურად ყველა კანდიდატზე, მათ შორის მაჟორიტარობის კანდიდატებზე, მათ შორის გამგებლობის კანდიდატებზე.. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა ის მთავარი ფიგურა, რომელსაც ირჩევს” – ამბობს უდუმაშვილი.