ნაძალადევში ერთ-ერთ ავტომობილში მსხდომ 3 პირს ცეცხლი გაუხსნეს – ფიგურირებს “კაწრო”

სროლა ნაძალადევში – ერთ-ერთ ავტომობილში მსხდომ 3 პირს მეორე ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილია ავტომობილის მძღოლი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევა მანჯგალაძისა და ხუდადოვის ქუჩის კვეთაზე დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა, თუმცა საგამოძიებო უწყების წარმომაადგენლები ადგილზე ამ წუთებში მივიდნენ.

მომხდარს თვითმხილველები ადასტურებენ და ამბობენ, რომ სროლა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად “კაწროა”. ის ტერიტორიაზე გასროლის შემდეგ გამოჩნდა და სწორედ  მისი მეშვეობით გადამალეს ავტომანქანა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share