საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
როგორც სააკაშვილი ამბობს, ყველაფერი „სუპერ გეგმის“ მიხედვით მიდის.
ახლა შეეცდებიან 5-6 საათის ჩათვლით ძალადობის აქტებს, ისიც თუ გამოუვიდათ, ბოლომდე უნდა გავანეიტრალოთ. ახლა არის საქმის ბოლომდე მიყვანის დრო.
ზუსტად მახსენებს ასლან აბაშიძის ბოლო ჟამს. სიმშვიდე, ორგანიზებულობა. ბოლომდე შესხდომა და მშვიდობიანი შეტევა ხელისუფლების წყნარი გადასვლის მიზნით. მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, თუ ახლა სწორად ვიმოქმედებთ“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
მსგავსი სტატიები
- 49
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 47
ვის აქვს უფლება მიიღოს ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია? ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ: დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და…
- 39
"მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი", საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა გაუგონარი თავხედობა ჩაიდინა და მას ეს არ უნდა შერჩეს. მისივე თქმით, თავის დროზე, მისი ხელისუფლების შეცდომა იყო, რომ ნანა დევდარიანს, არჩევნების გაყალბებისთვის, სამართლებრივად პასუხისგება არ მოუწია. "მე ვფიქრობ, ჩვენი შეცდომა იყო მაშინ, რომ დევდარიანმა სამართლებრივად არ აგო…
- 39
კოვიდის ხასიათზე და პროფილაქტიკაზე, ძალიან ბევრი სტატია დავდე. ახლა ვაგრძელებ უამრავი ადამიანის მოთხოვნით. ყველა ვირუსი ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით იდენტური არიან. მაგრამ, განსხვავდებიან იმუნოლოგიური მექანიზმებით. კერძოდ, ანტიგენური ხასიათით. საერთოდ, ნებისმიერი ვირუსის პანდემია ძალიან სწრაფია. ერთნახევარი თვეც არ უნდა, რომ ნახევარ მსოფლიოს მოედოს. მთელს მსოფლიოს კი, რამდენიმე თვეში გადაწვდება. კორონა ვირუსი-…