მე არ მოვსულვარ იმისთვის, რომ მორიგი ფუჭი დაპირებები გავცე – გითხრათ აგვირჩიეთ და ერთი ჯოხის აქნევით, გავა ორი – სამი წელი და ყველაფერი აყვავდება, ავფრინდებით, მერე კი გითხრათ, უიმე არ გამომივიდა, ერთხელაც მომეცით ამის საშუალება და მერე კიდევ ერთხელ, – ამის შესახებ „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ფუჭი დაპირებების გაცემა ქვეყნის ისტორიაში არაერთხელ მოხდა.
„ეს არის ის, რისიც მე ყველაზე უფრო მეშინია და არ მინდა, ამიტომ ჩვენი პოლიტიკური, საზოგადოებრივი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ყველას გეპატიჟებით ერთობლივ, მუხლჩაუხრელ შრომაში ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, რადგან ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი იმ არასწორი იდეოლოგიისა და არასწორი პოლიტიკური სისტემის წყალობით, რომელშიც ის მოექცა ბოლო წლებში“, – განაცხადა ვასაძემ.