ოჯახი მარტო ის ადგილი არ არის, სადაც დაღლილი მიხვალ და დაიძინებ! ოჯახი მარტო ის ადგილი არ არის,სადაც შენი პირადი ნივთები ინახება… ოჯახი,ეს სიწმინდეა,ყოველგვარ მატერიალურზე და ფიზიკურზე მაღლა მდგომი!
ოჯახი უპირატესად ის ადგილია,სადაც შენთვის ძვირფასი ადამიანები ცხოვრობენ,რომელთაც ვერასდროს ჩაანაცვლებს სხვა!
ოჯახი-ერთმანეთზე ზრუნვაა! დაცვაა! სიმყუდროვეა! უპირობო ნდობაა! სიყვარულია!.ერთად გამოცდილი და ერთმანეთისაგან ნასწავლი ცხოვრებაა! დათმობაა,პატიებაა,ოჯახში ერთის წარმატება-მთელი ოჯახის წარმატებაა! ერთის მარცხი-საერთო ტკივილია! ნამდვილ ოჯახში არ არსებობს მცნება “შენი” და “ჩემი”…
ოჯახი არის “ჩვენ”-და ეს მცნება არასოდეს უნდა დაარღვიო!
ოჯახის ბედნიერებისთვის ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი,ოჯახი ვერ ითმენს ტყუილს ,ღალატს და უსამართლობას!
იდეალური ოჯახი ის კი არ არის,სადაც არასოდეს კამათობენ,არამედ ის,სადაც ნებისმიერი საკითხი საბოლოოდ ისე წყდება,რომ არცერთ წევრს არ ეტკინოს გული!
არავის უნდა ოჯახის დანგრევა,მაგრამ,ასეც ხდება…ეს ძალიან მტკივნეული საკითხია…ამის გამო უმეტესად ბავშვები იტანჯებიან…
სადაც სიყვარულია და ერთგულებაა იმ ოჯახს არ ემუქრება დაშლა…
ოჯახი ორივემ უნდა დაიცვას,ცოლმაც და ქმარმაც.მარტო ერთი ვერ იტვირთებს ცხოვრების სიმძიმეს.ორივემ უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა და შეძლოს კომპრომისზე წასვლა.
არ უნდა მივცეთ ბავშვებს სისასტიკის,ძალადობის და ბოროტების მაგალითი! ნებისმიერი ბავშვისთვის დედა-ქალის იდეალია,მამა კი “უშიშარი რაინდი”,”გმირი”რომელსაც ნებისმიერი სიძნელის გადალახვა შუძლია…
ოჯახი უნდა იყოს მტკიცე,მისი მთლიანობა,ერთიანობა არავის უნდა დაარღვევინოთ!
ნუ ატკენ გულს შენი ოჯახის წევრებს! ნუ იფიქრებ,რომ ოჯახი მაინც ყველაფერს გაპატიებს-ეს აზრი საკუთარი ოჯახისადმი მტრული დამოკიდებულებაა!
დაიცავით საკუთარი ოჯახები სიავისგან,შურისგან,აგრესიისგან და იცოდეთ საკუთარი ოჯახის ფასი,რადგანაც ჭეშმარიტად ბედნიერი,მხოლოდ ის ადამიანია,ვინც საკუთარ ოჯახში გრძნობს თავს ბედნიერად!
და ბოლოს-ოჯახში მთავარი მაინც ერთგულება და სიყვარულია! გიყვარდეთ!!!
/ ია ნანეიშვილი /