“ქართული ოცნების” წევრებისა და მთავრობის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმული ქება და ხოტბა არახალია და თითქოს ტრადიციადაც იყო ქცეული, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ “ოცნების” “ილია ჭავჭავაძე”, “ექვთიმე თაყაიშვილი”, ან სულაც “ღმერთის ნასროლი” ივანიშვილი მეორედ არ გააკეთებდა განაცხადს პოლიტიკიდან გასვლის თაობაზე.
მოკლედ, მანამ ამ “ღვთის საჩუქარმა” კაცმა ბევრი საქებარი და სამადლობელო სიტყვა მიიღო, განსაკუთრებით კი თავი განათლების მინისტრმა დაგვამახსოვრა, რომელმაც ივანიშვილი თავისი საქმეებით ექვთიმე თაყაიშვილს გაუთანაბრა.
გავიხსენოთ მიხეილ ჩხენკელის რამდენიმე ფრაზა, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა.
“როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს, უფასოდ არიგებდა ნერგებს და მომავალ თაობებს უნარჩუნებდა მემკვიდრეობას”
“ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების გარანტად დგას”.
“დიდი მადლობა ბატონ ბიძინას და ყველა ადამიანს, რომელიც ასე ღირსეულად აგრძელებს დიდი ექვთიმე თაყაიშვილის საშვილიშვილო საქმეს”.
ასევე დასამახსოვრებელი იყო, ყოფილი პარლამენტარის მანანა კობახიძის შეფასება ბიძინა ივანიშვილზე, როცა მან “ოცნების” თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძეს შეადარა.