დმანისში დაპირისპირების მიზეზი რამდენიმე ახალგაზრდისთვის ლუდის „ნისიად“ გაცემაზე უარის თქმა გახდა

დმანისში მდებარე მაღაზიის გამყიდველის ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის „ნისიად“ მიცემაზე უარი უთხრა.

როგორც მაღაზიის გამყიდველი აცხადებს, ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

„ოთხი ბიჭი მოვიდა. ლუდი უნდოდათ „ნისიად“. ვუთხარი, რომ ვერ გავატანდი, რადგან ადგილზე უფროსი არ იყო. შეურაცხყოფა მომაყენეს. მითხრეს, დამარტყამდნენ. ამ ხმაურზე ჩემი მამამთილი გამოვიდა და უთხრა, რომ ქალისთვის ხელის დარტყმა არ შეიძლებოდა. მათ მამამთილს ცემა დაუწყეს. პოლიციას გამოვუძახეთ. ჩვენებაც მივეცი. მოგვიანებით უკვე ამ ბიჭებთან ერთად 40-მდე ახალგაზრდა მოვიდა. ხელკეტებით იყვნენ. ყველაფერი დალეწეს”, – განუცხადა მაღაზიის გამყიდველმა ჟურნალისტებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share