დღეიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედი კომენდანტის საათი შემსუბუქდა. კერძოდ ის 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათზე დაიწყება.

“ეპიდემიოლოგიური ტენდენციის დეტალური ანალიზის საფუძველზე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ. კერძოდ, დღეიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში”, – თქვა მთავრობის წარმომადგენელმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share