კომენდანტის საათი 23:00 საათამდე გადასწიეს. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოაცხადეს.
“ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტიელბა შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ. კერძოდ, დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათამდე”, — თქვა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა.
მისივე განცხადებით, გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეზღუდვა ზუსტად 23:00 საათზე ამოქმედდება.
აქამდე კომენდანტის საათის საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმედებდა. გადაადგილების შეზღუდვა, ანუ ე.წ. კომენდანტის საათი თითქმის 6 თვის წინ დაწესდა. ეს ერთადერთი შეზღუდვაა, რომელიც მეორედ დაწესების შემდეგ, არც წინა და არც მოქმედ სამთავრობო გუნდს არ მოუხსნია და გამონაკლისის სახით, მხოლოდ 4 ღამით გაუქმებით შემოიფარგლა.
კომენდანტის საათი ვირუსის პირველი ტალღის დროსაც გვქონდა, როცა ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, თუმცა, ის მხოლოდ 53 დღე გაგრძელდა. მაშინ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 31 მარტს დაიწყო და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გრძელდებოდა. 23 მაისს კი საგანგებო მდგომარების გაუქმებასთან ერთად, მოიხსნა.
https://on.ge/