გომელაური დმანისზე: “გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი”

“ცუდი სიტუაცია იყო გეთანხმებით, რა თქმა უნდა, სწრაფად შეიქმნა ქაოსური სიტუაცია. გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია, მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი, რაც იყო, 150-200 კაცამდე იყო, რეალურად თუ არის 20 კაცი სხვა მშვიდობიან დროს ბოლნისში გაათმაგებული იყო, სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა, განიმუხტა ამის შემდეგ”, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: