,,მომავლის თაობა’’-სამოქალაქო განათლების პროგრამა

,, მომავლის თაობა’’ ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც გურიაში ,,გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა,, განახორციელა. პროგრამა საქართველოს 11 რეგიონში , მათ შორის გურიაში 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება კი დღეს, ოზურგეთში თეატრის ფოიეში გაიმართა. გურიაში პროგრამა ,, მომავლის თაობა’’ კვირიკეთის, ცხემლისხიდის , ვაკიჯვრის, ბაილეთის, ასკანის, წყალწმინდისა და ბოხვაურის სკოლებში განხორციელდა.

პროგრამის ,, მომავლის თაობა’’ მიზანი იყო, სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესება. ასევე, თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. მოსწავლეების გააქტიურება და მათი ჩართვა საზოგადოებრივ საქმიანობებში. ღონისძიებაზე პარტნიორმა სკოლებმა 2018 -2021 წლებში განხორციელებული საქმიანობები გაგვაცნეს, ისაუბრეს მიღწეულ შედეგებზე, რომელიც პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. პრეზენტაცია სხვდასხვა თემატიკისა თუ შინაარსის, სოფელზე, თემზე თუ სკოლის საჭიროებებზე მორგებული პროექტები იყო. ღონისძიებაზევე ასევე, მოეწყო ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სასკოლო სამოქალაქო კლუბებისა და პედაგოგების დაჯილდოება.

სამოქალაქო განათლების პროგრამა ,, მომავლის თაობას’’ ახორციელებს PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

გურიაში პარტნიორი ორგანიზაცია ,, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრია’’.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share