“ცესკო-ს თავმჯდომარეს ეყოლება ორი მოადგილე, მათგან ერთი იქნება ოპოზიციური პარტიების დანიშნული”

„ძირითადი საკითხი, რაც იყო, იცით, რომ იყო მოადგილის საკითხი, ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი, ამაზე შევთანხმდით. იქნება ორი მოადგილე- პროფესიული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული. ცესკო-ს თავმჯდომარე თუ ვერ ასრულებს უფლებამოსილებას, ამ შემთხვევაში, ოპოზიციური წევრების მიერ დასახელებული მოადგილე შეასრულებს. რაც შეეხება ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ამაზეც შევთანხმდით. შემიძლია ვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ პაკეტით, რომელსაც საბოლოო ფორმას ახლა ვაძლევთ, ვიღებთ ამბიციურ საარჩევნო რეფორმას იმ გაგებით, რომელიც იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და დღეს დამატებითი საკითხებიც შევათანხმეთ, რომელიც გააუმჯობესებს საარჩევნო პროცედურებს. ამიტომ ეს არის ყველა შემთხვევაში უფრო მეტი, ვიდრე შეთანხმებული იყო. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, დღესაც იგივე აზრზე ვართ და ვფიქრობ, გულის სიღრმეში კოლეგებიც გვეთანხმებიან, რომ თავისთავად ამ სისტემაში, როცა გვყავს ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელიც არის პრეზიდენტის წარდგენილი, პარლამენტის მიერ არჩეული და ამხელა ლიგიტიმაცია აქვს, მისი არყოფნის შემთხვევაში კი ხდება თავმჯდომარის ჩანაცვლება პარტიების მიერ პირდაპირ დანიშნული მოადგილით, არ პასუხობს სისტემას, თუმცა, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენ ისიც ვთქვით და ყველა ამბობდა, მათ შორის, ჩვენი კოლეგებიც, რომ ეს ის საკითხი არ არის, სადაც შეთანხმება შეუძლებელია და ამიტომ ამ კუთხით ვუშვებთ ამ შესაძლებლობას იმ დათქმით, რომ ვრჩებით ჩვენს აზრზე, რომ ეს არ არის სწორი სამართლებრივად, თუმცა, შეთანხმება შეთანხმებაა,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share