“ოცნება” შოკშია რადგან რიგები ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას” – მარგველაშვილი 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “მთავარი არხის” სპეცეთერში ამბობს, რომ დილით, როცა დაინახა რიგები საარჩევნო უბნებში, მიხვდა, რომ ეს ხელისუფლების შეცვლაზე მიანიშნებდა.

“ეს რიგები როცა დაინახეს, მათთვის არა, მაგრამ მათი თავმჯდომარისთვის, ეს ალბათ, შოკი იყო, რადგან მან ძალიან კარგად იცის, ასე იყო 2012 წელსაც და სწორედ ამას მოჰყვა ხელისუფლების ცვლილება. ამას გარდა, ეს ყველაფერი არის დისონანსი მართვის ზედა და ქვედა რგოლებს შორის, რადგან ოცნების კოორდინატორებმა ძალიან კარგად იციან, ამ ეტაპზე 60%-იანი მხარდაჭერა წარმოუდგენელია და როცა ამას ითხოვენ მათგან, ეწყებათ პანიკა, რადგან როცა გეუბნებიან, სამ მეტრზე უნდა გადახტეო და იცი, ვერ გადახტები, პანიკა დაგეწყება”,– თქვა ექსპრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა ასვე დაამატა, რომ ცვლილებების ძალიან დიდი მოლოდინი აქვს და ელოდება, რომ ეს დღე მშვიდობიანად დასრულდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share