საერთო საცხოვრებლიდან გადმოვარდნილი ქალი, რომელშიც დღეს დილით ხანძარი გაჩნდა, გარდაიცვალა

ფაქტს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი შიშის გამო შენობიდან გამოღწევას ცდილობდა, რა დროსაც მე-5 სართულის ფანჯრიდან ძირს ჩამოსასვლელად გზაის მილს გამოჰყვა. მეზობლები ამბობენ, რომ მას ფეხი დაუცურდა და ჩავარდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share