თანამშრომლები ამბობენ, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებები 21 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც 400-მდე ადამიანმა სამუშაოს შესრულებაზე დღეს უარი თქვა.
გაფიცული თანამშრომლები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის დასვენებისა და შესვენების უფლების ქონას ითხოვენ.
პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ცნობით, დასაქმებულთა ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო თანამშრომლები შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილს იღებდნენ.
ამ დროისთვის ორივე ქარხნის მუშაობა სრულად გაჩერებულია.