“საინტერესოა, ბატონი სააკაშვილი პოლიტსაბჭოა თუ საზოგადოება, რომ მასთან მიდიან დირექტივების მისაღებად”-ალუდა ღუდუშაური

ვიზიტს ნაკლებად დავარქმევდი ამას, ეს არის მონების მიახლება ბატონთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და პარტიის სხვა წევრების კიევში გამგზავრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შესვლის თაობაზე არა მოქალაქეების, არამედ სააკაშვილის აზრს ემორჩილება.

“ვიზიტს ნაკლებად დავარქმევდი ამას, ეს არის მონების მიახლება ბატონთან. ფარსია, თითქოს “ნაციონალური მოძრაობა” უნდა დაეკითხოს ამასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს, საზოგადოებას. ნათლად დავინახეთ, რომ ეს არის ერთი დიდი ტყუილი. სააკაშვილი არის მსჯავრდებული არაერთ ეპიზოდში ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მიერ, გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამიტომ ძალიან საინტერესოა, ბატონი სააკაშვილი პოლიტსაბჭოა, საზოგადოება თუ რომელ ფენას წარმოადგენს, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პარტიის დე-იურე ხელმძღვანელები მიდიან დირექტივების მისაღებად ადამიანთან, რომელიც არაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. თუ მას სურდა ჩართული ყოფილიყო პროცესებში, არ უნდა მოესროლა და მიეგდო პასპორტი”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

https://www.kvirispalitra.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share