ლეგენდარული შოტლანდიელი მსახიობი, სერ შონ კონერი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
კონერის კარიერა 50-იან წლებში დაიწყო, პირველი დასამახსოვრებელი როლი 1962 წელს, ფილმმა Dr. No მოუტანა. მას მოგებული აქვს არაერთი ცნობილი ჯილდო, მათ შორის, ოსკარი, ოქროს გლობუსი, BAFTA და სხვა. 2000 წელს გახდა ბრიტანეთის იმპერიის რაინდი და მიიღო სერის წოდება.
შონ კონერი პირველი მსახიობია, ვინც ჯეიმს ბონდის როლი მხატვრულ ფილმში შეასრულა.