რიგში მდგომი ამომრჩევლები 8 საათის შემდეგაც მისცემენ ხმას – ცესკო

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩევლები, რომლებიც 8 საათამდე რიგში იქნებიან, ხმის მიცემას შეძლებენ. პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, უბნის დახურვის შემდეგ, რიგში მდგომი ამომრჩევლების მონაცემებს ჩაიწერენ და ამომრჩევლებს შეიყვანენ.

“კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ამომრჩეველი იმყოფება რიგში, 8 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე გამოდის, იწერს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს და ბოლო ამომრჩევლებს, რომლებიც დგანან რიგში, 8 საათის შემდეგაც აქვთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, აღნიშული ამომრჩევლები, რომლებიც იქნებიან რიგში 8 საათისთვის, საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას განახორციელებენ” – ამბობს ანა მიქელაძე.

საარჩევნო პროცესის დასრულებასა და უბნების დახურვამდე 1 საათი რჩება. მაღალი აქტივობისა და პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული რეგულაციების გამო, საარჩევნო უბნებზე დღეს მთელი დღის განმავლობაში რიგები იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share