“მოვაკითხე დედას…“ – ნიკოლოზ რაჭველი გარდაცვლილ დედას ემოციურ წერილს უძღვნის

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი 15 მაისს იუბილარი იყო, ის 42 წლის გახდა.

მას დაბადების დღე სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა მიულოცა „დილის შოუს“ პირდაპირ ეთერში ნიკას მეგობრებმა ლეკვიც კი აჩუქეს.

დაბადების დღის შემდეგ კი ნიკოლოზ რაჭველმა საკუთარ „ინსტაგრამსთორიში“ დედის საფლავზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:

„დატვირთული რეჟიმის გამო, გუშინ ვერ შევძელი და დღეს კი მოვაკითხე დედას… ვისი ბრალიცაა სულ, სულ ყველაფერი, ჩემს თავს რაც ხდება“ – წერს ნიკა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share