ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, დავით დარჩია, შემოდგომისათვის მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში, მმართველი პარტიიდან, ოზურგეთის მერობის პოსტზე იყრის კენჭს.
როგორც “გურიის მოამბეს” სახელისუფლებო პარტიის მაღალი თანამდებობის პირებთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, ეს საკითხი 99% გადაწყვეტილია.
ამავე, სახელისუფლებო, პარტიიდან მოქმედი მერი, კოტე შარაშენიძე და “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, მერაბ ჭანუყვაძეც სახელდებიან.
თუმცა, როგორც ჩვენ გვიმტკიცებენ დარჩიას საკითხი გადაწყვეტილია და მას ოფიციალურად მიმდინარე თვის, მაისის ბოლოს გამოაცხადებენ.