მითია, თუ რეალობა, რომ გაყინულ ხილსა და ბოსტნეულში ნაკლები ვიტამინია?

გაყინულ ხილსა და ბოსტნეულში ნამდვილად დარჩება გაცილებით ნაკლები ვიტამინი, თუ მათ გავალღობთ და ხელახლა გავყინავთ ან დიდხანს დავტოვებთ ძლიერი განათების ქვეშ. სხვა შემთხვევაში ახალსა და გაყინულ პროდუქტებს შორის სასარგებლო საკვები ნივთიერებების შემცველობის მხრივ დიდი განსხვავება არ არის. მთავარია, როგორ პირობებში ინახება ისინი. გასათვალისწინებელია ერთი რამ: ახალი ხილი და ბოსტნეული, ხანგრძლივ ტრანსპორტირებასა და შენახვას რომ გაუძლოს, დამწიფებამდე იკრიფება, ინახება საწყობებში, მუშავდება ლპობის საწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებებით, სწორედ ამის შედეგად კარგავენ ისინი ვიტამინების დიდ ნაწილს და საბოლოოდ დიდად არ განსხვავდება კარგად შენახული გაყინული პროდუქტებისგან. რა თქმა უნდა, ვიტამინებით მდიდარია ახალდაკრეფილი ხილი და ბოსტნეული. გაყინული მათ ტოლს ნამდვილად ვერ დაუდებს. სხვა შემთხვევაში კი სხვაობა არსებითი ნამდვილად არ არის.
გაყინვისას ხილი და ბოსტნეული კარგავს: ვიტამინ B1-ის (თიამინის) 25%-ს; ვიტამინ B2-ის (რიბოფლავინის) 4-18%-ს; C ვიტამინის 20%-ს. ყველაზე უკეთ გაყინვას უძლებს A ვიტამინი.
დასკვნა ასეთია: ვიტამინების მაქსიმალური რაოდენობის მისაღებად სეზონზე უნდა მიირთვათ ახალი ხილი და ბოსტნეული, ზამთარში კი განსხვავება გაყინულსა და ახალს შორის პრაქტიკულად არ არის.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: