გენიალური ლანჩხუთელი მხატვარი რომელიც საკუთარმა ხალხმა მიივიწყა

ფოტოს გახსნა

ანტონ გოგიაშვილი (გოგეშვილი) – მხატვარი-გრაფიკოსი, ბეჭდური გამოცემების პირველი ქართველი გრაფიკოსი, გამორჩეული ხმის მომღერალი ნიგოითის თემის სოფელ ჩოლობარგიდან
ანტონ გოგიაშვილი დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ნიგოითში 1878 წლის 14 დეკემბერს, მამა ქაიხოსრო გოგეშვილი დედა დარო მათიაშვილი 1906 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი. თანამშრომლობდა გაზეთების რედაქციებთან: “კვალი” და “ცნობის ფურცელი”, რომლებშიც აქვეყნებდა ქართველი ხალხის ყოფა–ცხოვრების ამსახველ და დოკუმენტურ ჩანახატებს, ეკრძოდ საკმაოდ საინტერესოდ აქვს ასახული – ხევსურეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელოს, გურიის, კახეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის ყოფა ცხოვრება. მის შემოქმედებში ჭარბობს გურიის გლეხობის ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებული ეთნოგრაფიული ჩანახატები, ქალაქ ოზურგეთისა და გურიის სოფლების ხედები და ამ მხრივ საკმაოდ მდიდარი მასალა აქვს დატოვებული.გოგიაშვილს ეკუთვნის ვაჟა ფშაველას პოემა “ბახტრიონის”(1896 წლის გამოცემა), ილია ჭავჭავაძის პოემა “განდეგილის”(1901 წლის გამოცემა), რაფიელ ერისთავის ლექსების “სესიას ფიქრების”, “სამშობლო ხევსურისა”, “თრიალეთელი მწყემსის”, “დაჭრილის” ილუსტრაციები. მერი კარბელაშვილი თავის ნაშრომში „ქართული გრაფიკა“ წერს – „გოგიაშვილს იზიდავდა გლეხის ყოფითი ნივთები, რომლებიც ოსტატურად შესრულებული და მათი შემსრულებლის ხასიათის ნიშნის მატარებელიც იყო.
მხატვარი ცდილობდა დეტალების ზედმიწევნით ზუსტად გადმოცემას. შრომის პროცესისა და ზნე-ჩვეულების ამსახველი ეს ნახატები პატარა ჟანრული სურათებია, რომლებშიც დიდი ადგილი ეთმობა ფიგურების გამოსახვას. პეიზაჟები – ტყე, მიტოვებული ეკლესია, მთის პეიზაჟი, ზღვის სანაპირო (აფხაზეთის ჩანახატები) – ასევე, ქართველი კაცის გარემოა. მათში ხშირად გვხვდება პატარა ზომის ფიგურების გამოსახულებებიც. პეიზაჟების შესრულებისას მხატვარი მეტ თავისუფლებას აძლევს წარმოსახვასა და შესრულების ტექნიკას, ავლენს თავის დამოკიდებულებას (მოკრძალებული, თავმდაბალი მეოცნებე კაცის განწყობილებას).
მათ შორის გამორჩეულად აღსანიშნავია სიღნაღის ხედები, განსაკუთრებით – შორი ხედები.“
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.
ფოტოს გახსნა

ფოტოს გახსნა

ფოტოს გახსნა

ფოტოს გახსნა

ფოტოს გახსნა

ფოტოს გახსნა

ფოტოს გახსნა

ფოტოს გახსნა
ფოტოს გახსნა

ფოტოს გახსნა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share