ლანჩხუთში ძლიერმა ქარმა სერიოზული პრობლემები შექმნა

მოთხრილია ხეები, დაზიანებულია სახლები და დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები. მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლანჩხუთს არ მიეწოდება ელექტროენერგია:
“მხოლოდ ორ სოფელშია შუქი – გრიგოლეთსა და წყალწმინდაში. დანარჩენ სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მოთხრილია დიდი ხეები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები. ყოველ წუთს შემოდის სოფლებიდან ინფორმაციები და შესაბამისი სამსახურები გასულები არიან” – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სარიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share