„სინოფარმით“ აცრილებს ავსტრია სავალდებულო კარანტინის გარეშე მიიღებს

ავსტრია „სინოფარმით“ აცრილებს სავალდებულო კარანტინის გარეშე მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრიის მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზეა განთავსებული.

განცხადებაში ვკითხულობთ:

„ნებისმიერმა პირმა ავსტრიაში შესვლისთანავე უნდა წარადგინოს ვაქცინაციის სერთიფიკატი Covid-19-ის წინააღმდეგ.

პირი აცდილი უნდა იყოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთi ვაქცინით – BioNtech / Pfizer, Moderna, Johnson & Johnson / Janssen, AstraZeneca ან Sinopharm / BIBP COVID-19“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, ის პირები რომელთაც არ ექნებათ ჩატარებული ვაქცინაცია, ვალდებულნი იქნებიან ჩაიტარონ PCR ან ანტიგენ ტესტი და გაიარონ 10 დღიანი კარანტინი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share