მიხელ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში ჩამოსვლას თვითმმართველოობის არჩევნების წინ აანონსებს. სააკაშვილის დაბრუნების აუცილებლობაზე განცხადება გუშინ ნიკა მელიამაც გააკეთა, რომლიც სააკაშვილს კიევში შეხვდა.
მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის დასრულების აუცილეობლობაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. პარტიის წევრი, ნუგზარ წიკლაური ქმით, ის რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება, ყველასათვის ცხადია.
“ყველასათვის ეს არის სასაცილო და ყველამ ცხადად ისიც, რომ აქ არის არა რაიმე კრიმინალი, არამედ არის პირდაპირ ინსტრუმენტების გამოყენება პოლიტიკური დევნისათვის საქართველოს პრეზიდენტზე. ეს არის საკმარისის საფუძველი, რომ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა, ისევე, როგორც ქართულმა საზოგადოებამ იფიქროს, რომ ასე ადამიანების გამორიცხვით, პოლიტიკიდან გარიყვით ხელოვნურად და ძალადობრივად, პრობლემა ვერ გადაიჭრება. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა იქნება უმნიშვნელოვანესი მართლა, ტექნიკური ძვრების დასაწყისი ქართულ პოლიტიკაში. თუ ხელოვნურად შევეცდებით იზოლირებას ასეთი ადამიანის, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება სტაბილურობა”. – ამბობს წიკლაური.