„ჩვენთვის დიდი პატივია, ის, რომ წარმოდგენილები ვართ ესპანეთში, FITUR-ის გამოფენაზე. მოგეხსენებათ, რომ აქ დაახლოებით 100 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის, ჩვენ გვაქვს ღირსეული ადგილი დაკავებული ამ გამოფენაზე. დღეს დილით ჩვენ, ესპანეთის მეფესთან ერთად გვქონდა შესაძლებლობა, რომ დაგვეთვალიერებინა აღნიშნული გამოფენა, რომელიც დღეს გაიხსნა. ეს არის განაცხადი და ეს არის რეალურად გზავნილი იმისაკენ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენ მათ შორის, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დავიწყოთ აქტიურად ტურისტების მიღება. რა თქმა უნდა, ამაში ძალიან გადამწყვეტია ვაქცინაცია, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვა და კონტროლი და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეებს მხრიდან. ასე, რომ ჩვენ ვართ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილები, მთელი მსოფლიო არის იმ მოტივაციით, რომ მსოფლიო დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენ ყველანი ერთად, ვიქნებით მზად, რომ მივიღოთ ტურისტები საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, FITUR 2021-ში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.