საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დასრულებულია. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები 4 საათის მოცემულობით ასეთია:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 28%
„ევროპული საქართველო“ – 5%
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%
„ლელო საქართველოსთვის“ -3%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 2%
„გირჩი“ -3%
ცნობისთვის, ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ არის შესაძლებელი.
წელს არჩევნებზე ეგზიტპოლს ამერიკულ კომპანია Edison Research ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ატარებს.
Edison Research-ის შედეგების ცდომილება + – 2.0%-ია.
მსგავსი სტატიები
- 40
დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით, 17 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება. იმ ოლქებში, სადაც პირველ ტურშივე გამოვლინდა გამარჯვებული, ყველა “ქართული ოცნების” წარმომადგენელია. დარჩენილი 17 ოლქიდან მხოლოდ ერთში, გლდანში ლიდერობდა ოპოზიცია. მეორე ტური იმართება თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი (ქართული ოცნება); გიორგი ბოტკოველი (ნაციონალური მოძრაობა); რუსთავი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილი – ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება); დავით კირკიტაძე (ნაციონალური…
- 33