“მე ის გოგო ვარ, სიღარიბის გამო მშობლები რომ დაკარგა”

“ქუჩაში რომ გავდივარ ვითიმი, მაგრამ სინამდვილეში უბედური ვარ”-ეს სიტყვები ათი წლის ნინი მეგრელს ეკუთვნის, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში ცხოვრობს.

ნინი ფიქრობს, რომ საჭმელი რომ ჰქონდეს, დედ-მამასთან ცხოვრებას ისევ შეძლებს.

“ჩემი მშობლები მენატრება. ბევრჯერ საბანი წამიფარებია და მიტირია, რომ ჩემს ნათესავებს არ გაეგოთ. მე ის გოგო ვარ, სიღარიბის გამო მშობლები რომ დაკარგა. ჩემს მშობლებს ჩემს თავს ართმევდნენ სიღარიბის გამო და ამიტომ, ნათესავებთან მიწევს ცხოვრება. დედასთან და მამასთან რომ დავბრუნდე, სოციალური ისევ წაართმევს მის თავს.

საჭმელიც არ გვაქვს, ყველაზე მეტად ეს გვიჭირს. ხშირად ისე დამიძინია, რომ საჭმელი არც მიჭამია, მაგრამ არ მითქვამს.

ჩემი დედ-მამა ძალიან მენატრება. არ ვიცი როგორ გავუძლებ. შეიძლება ისინი ღარიბები არიან, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ისინი.

მამა მუშაობის დროს დაბრმავდა, რადგან ქვა მოხვდა თვალში. დედაც ონკოლოგიურში მკურნალობს, მასაც პრობლემები აქვს. ვერ მუშაობენ.

ნათესავებთან ცხოვრება იცით როგორია? საჭმელს რომ მოგაწოდებენ, ლუკმა პირში არ გადადგდის, რადგან იცი ეს შენ არ გეკუთვნის.

ყველაზე ძალიან იცი რა მინდა? დედაჩემს და მამაჩემს რომ ჩემი თავი არ წაართვან. ჩემი კუთხე მინდა მქონდეს და სანახევროდ მშიერმა არ ვიარო იქეთ აქეთ”-უყვება ნინი მეგრელი “სიკეთის ქალაქს”.

ვისაც ამ პატარა გოგონას დახმარების სურვილი გაქვთ, დაუკავშირდით ფეისბუკ გვერდზე ორგანიზაცია “სიკეთის ქალაქს“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share