“Жизнь ворам” – ამ წარწერით დახვდნენ 51-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელს

გელა გელაძე უსაფრთხო სასწავლო გარემოს სხვდასხვა სასწავლო დაწესებულებებში ეცნობა და ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი 51-ე სკოლაში ჰქონდა, რა დროსაც დაფაზე რუსულად დაწერილი “Жизнь ворам” (“ქურდებს სიცოცხლე”) დახვდა.

51-ე საჯარო სკოლაში ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არავის გაუკეთებია. სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები კი ამბობენ, რომ სკოლაში კრიმინალური მენტალიტეტი არ დაბრუნებულა და წარწერა მხოლოდ ხუმრობა იყო.

“არანაირი ქურდული ის არ არის ჩვენს სკოლაში, “პროსტა” არის ეგეთი ხუმრობები ძაან ხშირი” – ამბობს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე. განათლების სფეროს ექსპერტების თქმით კი, მსგავსი წარწერები სიგნალია, რომ ბავშვები სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან.

“ვიცით, რომ უკვე წლებია ხელისუფლება კრიმინალიზაციისგან ბავშვებს არ იცავს. არათუ წარწერა, ხშირად საუბრობენ ე.წ. ობშიაკის თანხის აგროვებაზე სკოლის ფარგლებში, უბნებში, სხვადასხვა ქუჩებში, სადაც ჩნდებიან ქუჩის მაყურებლები. ეს არ არის ბავშვური ხუმრობა, ეს არის სიგნალი, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენი ბავშვები არიან ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ” – ამბობს ნინო კვიტაიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share