1920-იანი წლების ცნობილი ქალბატონების მეთოდები, რომლებსაც იდეალური გარეგნობის მისაღწევად იყენებდნენ

მათი სახეები ფოტოებზე სრულყოფილად გამოიყურება: მსხვილი ტუჩები, ფართოდ გახელილი თვალები, იდეალური ოვალი… გასაოცარია, იმ დროს ხომ ფოტოშოპი არ იყო! თუმცა რეტუშის სპეციალისტები უკვე არსებობდნენ, თვითონ მსახიობები კი უამრავ ეშმაკობებს და ლაიფხაკებს მიმართავდნენ, ნანატრი იდეალისთვის რომ მიეღწიათ.

კლარა ბოუ

image

დღეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ გასული საუკუნის 20-იან წლებში ქალბატონები სულაც არ მიისწრაფოდნენ დაბურული ტუჩები ჰქონოდათ, მოდაში იყო ე.წ. “კუპიდონის ისარი”: როცა ზედა ტუჩს ტალღისებური მშვილდის ფორმა ჰქონდა, ქვედას კი დაჭიმული სიმის. ამასთან ტუჩები პატარა უნდა ყოფილიყო, ასე სახეს საყვარელი და გულუბრყვილო ანგელოზის იერი ეძლეოდა.

გლორია გრემი

image

მოდა ერთ ადგილზე არ დგას. “კუპიდონის ისრის” ბუმის შემდეგ ლამაზმანებმა დაბერილ ტუჩებზე იწყეს ფიქრი. მაგალითად, გლორია გრემი, ზედა ტუჩის ქვეშ ბამბას ან რამდენიმეჯერ გადაკეცილ ქსოვილს იდებდა. ამის შედეგად ტუჩები უფრო მოცულობითი ხდებოდა. მართალია, მსახიობის კოლეგები წუწუნებდნენ, რომ გრემი ზედმეტად ხშირად სარგებლობდა ქალების ოთახით, ბამბა რომ შეეცვალა. რას ვიზავთ, უცნაური მეთოდია, მაგრამ ხომ მუშაობდა!

მარლენ დიტრიხი

image

მშვენიერი მარლენი თანამედროვე კონტურინგის ფუძემდებელია. შავ-თეთრ ფირზე ფერუმარილი არ ჩანდა, ბრონზერები ჯერ არ იყო გამოგონილი, ამიტომ მსახიობი ღაწვებს წითელი და ყავისფერი პომადით იღებავდა. ამაზე დიტრიხის ბიუთი-ტრიუკების არსენალი არ მთავრდებოდა: ლამაზმანი სახეს იჭიმავდა წებოვანი ლენტის საშუალებით და რამდნიმე სიბრძნის კბილიც კი ამოიღო, რათა ღაწვები ფოტოზე და კადრში უფრო ექსპრესიული ყოფილიყო.

ლორეტა იანგი

image1920-იანებში მოდა წვრილ წარბებზე ტყუილად არ შემოსულა. წვრილი წარბები იმეორებდა ტუჩის მოხაზულობას და მისი წყალობით თვალებიც მოცულობით უფრო მსხვილი ჩანდა. და არავითარი ფილტრი!

ვერა ხოლოდნაია

imageრატომ არავის უკვირდა ძველი ჰოლივუდის ეპოქაში თვალის შავი ჩრდილები, ხელოვნური წამწამები და დახატული წარბები? ყველაფერი მარტივია: მკვეთრი მეიკაპის გარეშე სახე შავ-თეთრ ფოტოებზე თეთრი ფურცელივით გამოჩნდებოდა. კიდევ ერთი მიზეზი, მუქი ფერის ჩრდილების ფონზე თვალის გუგები უფრო მკვეთრად და თეთრად გამოიყურებოდა. ამის შედეგად გამოხედვა უფრო გამომსახველობითი იყო. ვერა ხოლოდნაია რეგულარულად იყენებდა ასეთ პატარა ეშმაკობებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: