“არა ნამახვანჰესს” – 23-ში დედაქალაქში დაგეგმილ აქციას გურიიდანაც შეუერთდებიან

23 მაისს თბილისში 14 სთ. რიონის ხეობის მცველთა მიერ დაანონსებულ აქციას გურულებიც უნდა შევუერთდეთ . გურულებოო!!!

ისაც გაქვთ სურვილი გაემგზავროთ აქციაზე გთავაზობთ:

23-ში დილით ერთად დავიძრათ თბილისისაკენ.

გავდივართ ოზურგეთიდან 7:00 საათზე (თეატრის მიმდებარე ტერიტორია), ჩოხატაურში ვიქნებით 7:30 საათზე (სოკარის ბენზინგასამართ სადგურზე, ბაზრობის შესასვლელთან) 8:00 საათზე საჯავახოს ასახვევთან შევუერთდებით ლანხუთიდან მომავალ აქტივისტებს.

გთხოვთ ვისაც სურს შემოგვიერთდეს

დაგვიკავშირდეს ამ გვერდის საშუალებით.

#არანამოხვანჰესს

ერთობით ყველაფერს შევძლებთ!

განცხადებას “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები” – ს ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: