ინფორმაცია “მთავარ არხს” უწყებაში დაუდასტურეს.
გუშინ, 19 მაისს საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე მხოლოდ კოვიდგადატანილი ჟურნალისტები დაუშვეს. შესვლისას მათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები შეუმოწმეს.
კითხვაზე, თუ საიდან იცოდნენ გადატანილი ჰქონდათ თუ არა კონკრეტულ ჟურნალისტებს კორონავირუსი, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ მათ ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე წვდომა აქვთ.
დამაზუსტებელი კითხვების დასმის შემდეგ ჯაღმაიძემ თქვა, რომ ისეთ რამეს ეკითხებოდნენ, რაშიც თავად კომპეტენტური არ იყო.