როგორც “გურიის მოამბისთვის” ამ წუთებში გახდა ცნობილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ის ჩამომხრჩვალი ბოსელში იპოვეს.
თუ რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
როგორც ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჩიტაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, გარდაცვლილი მე-11 კლასელი გოგონა, დღეს დილით სკოლაში არ ყოფილა. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, ის დილით ნათლულთან ერთად ეკლესიაში წასულა, რომელიც დაკეტილი დახვდა, შინ დაბრუნებულს კი, თავი ბოსელში ჩამოუხრჩვია.