ინგა გრიგოლიას კითხვაზე, თუ რატომ არ შეიძლება სურდეს გიორგი ვაშაძეს “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლა, ბობოხიძე პასუხობს, რომ ეს პატარა ოპოზიციური პარტიების ავტომატურ დავიწყებას ნიშნავს: კაკო ბობოხიძე – „იმიტომ არ უნდა , რომ.. ნუ ახლა, „ნაციონალური მოძრაობა” თუ შევიდა პარლამენტში, მერე აღარც გიორგი ვაშაძე და აღარც „ლელო” აღარ ემახსოვრება აღარავის.. 20 კაცი ვიყავით წინა პარლამენტში „ევროპული საქართველოდან” და 5 კაცი იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან”, მაგრამ რა ქარიშხალიც არ უნდა დატრიალებულიყო პარლამენტში, ყველაფერი მაინც „ნაციონალურ მოძრაობას” ეწერებოდა.. რატომ?… იმიტომ, რომ ხალხის გონებაში ოპოზიციის სახელი, ზოგადად, არის „ნაციონალური მოძრაობა!”..-განაცხადა ბობოხიძემ.