უშუალოდ “სინოვაკით” ვაქცინაცია ქვეყანაში 24 მაისიდან დაიწყება. ჩინური წარმოების “სინოვაკი” ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წელს გადაცილებული ადამიანების ასაცრელად გამოიყენება.
“სინოვაკის” შემთხვევაშიც, მოქალაქეებმა 21 დღის ინტერვალით, ვაქცინის 2 დოზა უნდა მიიღონ.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.