საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა საერთო რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

დღიურად კი ბოლო 24 საათის განმავლობაში ვაქცინა 3 613-მა ადამიანმა გაიკეთა.

ქვეყანაში ბოლო მონაცემებით სულ აცრილია 105 500 პირი.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში ვაქცინაცია “სინოფარმის” და “ასტრაზენეკას” ვაქცინით მიმდინარეობდა. დღეს, 21 მაისს მოქალაქეები 12:00 საათიდან შეძლებენ “სინოვაკის” ვაქცინის მისაღებად რეგისტრაციის გავლას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share