ოზურგეთში ფქვილის საწარმო “გურია ექსპრესის” თანამშრომლები მე-18 დღეა გაფიცულები არიან

დასაქმებულები დაბალ ანაზღაურებას, ცუდ სამუშაო პირობებს და ხელმძღვანელობის მხრიდან არასათანადო მოპყრობას აპროტესტებენ.

როგორც გაფიცულები აცხადებენ, ინფორმაცია აქვთ, რომ დღეს კომპანია საწარმოში ახალ თანამშრომლებს შეიყვანს, რის დაშვებასაც დასაქმებულები არ აპირებენ.

გაფიცულები ხელფასის 800 ლარამდე ზრდას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ.
კომპანიის მხრიდან დღეს კომენტარი არ გაკეთებულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share