მასშტაბური ძარცვა საბერძნეთში – ფაქტზე ქართველები დააკავეს

Rolex-ის ბრენდის საათები, ბრილიანტის სამკაულები, მოვერცხლილი დანა-ჩანგალი, ტექნიკა, ძვირადღირებული სასმელები და საკრედიტო ბარათები – საბერძნეთის ქალაქ ატიკში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს.

მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 190 ათას ევროს აღემატება. ათენის პროკურატურის ინფორმაციით,  ამ დროისთვის გამოძიებულია ქურდობის 18 შემთხვევა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები პაგრატის, კაისარიანისა და ზოგრაფუს რაიონებს ჯგუფურად  ძარცვავდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან რამდენიმეს ოჯახი თელავში ცხოვრობს, თუმცა მათ მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share