“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
პროცესის გადადებას დაცვის მხარე ითხოვდა, ადვოკატების თქმით, ისინი ინფორმირებულები არ იყვნენ თუ ვის დაკითხვას აპირებდა დღეს პროკურატურა, რის გამოც სათანადოდ ვერ მოემზადნენ.
ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურასთან წინა სხდომის დროს წინასწარ ინფორმირებულობის თაობაზე შეთანხმდნენ, თუმცა ბრალდების მხარემ პირობა არ შეასრულა.