დღეს, ლანჩხუთის პოლიციამ მეთერთმეტე კლასელი გოგონას, რომელმაც სიცოცხლე წინასწარი ინფორმაციით სუიციდით დაასრულა, თანაკლასელების გამოკითხვა დაიწყო.
არაოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება ინტერესდება, სუიციდამდე ქონდა თუ არა მე-11 კლასელ გოგონაზე რაიმე სახის ზეწოლას, ან ძალადობას ადგილი. ჩვენთან საუბარში, თანაკლასელთა მშობლები მსგავს როგორც სკოლაში, ასევე ოჯახში, გამორიცხავენ.
საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისათვის, გუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ინგლისის თემის სოფელ ქვიანში, ბებიამ საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრში მდებარე ბოსელში, საკუთარი შვილიშვილი ჩამომხრჩვალი იპოვა. წინასწარი ვერსიით, ადგილი თვითმკვლელობას ჰქონდა, თუმცა ოჯახში და სოფელში, ასევე სკოლაში, მიზეზებს ვერ ასახელებენ.