“რატომ უნდა იყოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების წარმომადგენლები”

“რატომ უნდა იყოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების წარმომადგენლები, თან გაუგებარი ფორმულით შერჩეული პარტიების? პარტიებს უნდა ყავდეთ საკუთარი წარმომადგენლები ცესკოში და დაიცვან პარტიის ინტერესები კომისიაში, მაგრამ არა კომისიის წევრები, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებით. იმთავითვე მიკერძოებულ მხარეს რა ესაქმება კომისიაში? როგორ იქნება მისი კენჭისყრაში მონაწილეობა ობიექტური?
ჩემი აზრით, ცესკო უნდა შედგებოდეს მხოლოდ პროფესიული წევრებისგან, შერჩეული და პარალამენტისთვის წარდგენილი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კომისიის მიერ და არჩეული მაღალი კვორუმით, რაც ოპოზიციის უმრავლესობის სავალდებულო თანხმობას უზრუნველყოფს. თან არა 17, არამედ მაქსიმუმ 9. რა აბსურდია 17 წევრიანი კომისია, უზენაესი სასამართლოს სრული შემადგენლობის რაოდენობაა ლამის.
ამას გარდა, სულ რომ თავი მოიკლას ობიექტურობით ნებისმიერი დონის კომისიამ, სასამართლოს შეუძლია სრულად ააყირავოს ნებისმიერი შედეგი. და ამაზე რა პასუხი არსებობს?”-წერს მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share